12:17 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 13:21:28, 744 ნახვა

სამხედრო
სემინარი „სტუდენტების შეფასება და ეფექტურობის გაზომვა“ გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში სემინარი „სტუდენტების  შეფასება და ეფექტურობის გაზომვა“ გაიხსნა. 

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, კურსი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისა და სამხედრო ინსტრუქტორებისთვის არის განკუთვნილი.

ტრენინგი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის გადამზადებას, ეფექტური სწავლის მეთოდების დანერგვასა და ეფექტური შეფასების სისტემის გაცნობას. სემინარი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სასწავლო კურსს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, ანდრეას ჰილდენბრანდი,  რობერტ  ანტისი და ირინა ლისიჩკინა ხელმძღვანელობენ. ტრენერებს შორის არიან ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებიც, კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორი, მაიორი გიორგი თვაური და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი თამარ რემიშვილი. 2014 წელს DEEP-ის საერთაშორისო ტრენერთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, ისინი DEEP-ის ტრენერთა ჯგუფის წევრებად აირჩიეს და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სემინარსა და ტრენინგს უძღვებიან.

სამდღიანი სემინარი ნატოს სამხედრო განათლებისა და განვითარების პროგრამასა (DEEP) და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოსა და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით იმართება.

DEEP-ის პროგრამა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხედრო განათლების გაუმჯობესების კუთხით, სხვადასხვა სახის დახმარებას ითვალისწინებს და „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“  ეგიდით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics