13:27 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-24 15:09:56, 1100 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე რუსეთმა უკრაინას 307 ტყვე გადასცა.

„რუსეთ-უკრაინას შორის 16 მაისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ 307 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ ტყვეების გაცვლის პროცესი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლის პირველი ეტაპი გუშინ შედგა. მხარეებმა 390 ადამიანი გაცვალეს, მათ შორის 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 სამოქალაქო პირი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics