|
2025-05-16 11:42:34, 1147 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას 112 დრონით შეუტიეს - დაზარალდა 7 ოლქი, არის მსხვერპლი
რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 112 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 73 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დილის 9:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში Shahed-ისა და სხვა ტიპის 73 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა, 36 დრონი კი, უარყოფითი შედეგების გარეშე, ლოკალურად დაიკარგა. თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, ოდესის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის, ნიკოლაევისა და კიევის ოლქები. ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ამასთან, კიევის ოლქში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების შედეგად, ორ რაიონში ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი შენობა, მაღაზია და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა. აღნიშნულ ადგილებზე გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)