14:38 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 11:51:36, 1611 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას წუხელ „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ ტიპის 145 დრონით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 80 დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, 42 დრონი-იმიტატორი ლოკალურად, უარყოფითი შედეგების გარეშე, დაიკარგა.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა როვნოს, სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, დონეცკისა და კიროვოგრადის ოლქები.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონს არტილერიითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 2 მრავალსართულიანი შენობა, 7 მაღაზია, სპორტული კლუბი, საცურაო აუზი და ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.

ამასთან, დღეს დილით, რუსების მიერ როვნოს ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სუმის ოლქში რუსეთის დრონის თავდასხმის ქვეშ სატვირთო მანქანა მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics