03:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-17 20:38:40, 733 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - სტივ უიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს

სტივ უიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი “სამშვიდობო შეთანხმებაში” უკრაინული ტერიტორიების შესაძლო ჩართვის შესახებ განცხადებებით რუსულ ნარატივებს ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს არ აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად და ეს პოზიცია არ შეცვლილა.

“ვთვლი, რომ ბატონმა უიტკფომა საკუთარი თავისთვის რუსული მხარის სტრატეგია მიიღო. ვთვლი, რომ ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან ის - გააზრებულად თუ გაუაზრებლად, არ ვიცი - რუსულ ნარატივებს ავრცელებს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ტრამპის წარმომადგენელს მანდატი არ გააჩნია “უკრაინული ტერიტორიების განხილვისთვის”, რომლებიც უკრაინელ ერს ეკუთვნის.

“ამიტომ საერთოდ არ მესმის, ის რაზე საუბრობს. ყველამ ეს, როგორც ბატონი პუტინის ბოდვა მოვისმინეთ. ეს მეგონა, რომ მას შესაბამისი ხალხი ჰყავს, რომლებიც აგრძელებენ ამ ნარატივების ცივილიზებულ ქვეყნებში გავრცელებას. ამიტომ სერიოზულად ამას არ ვუყურებ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზში უკრაინულ დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, სადაც ასევე იქნება ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics