03:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 13:00:22, 985 ნახვა

ომი უკრაინაში
უმაღლესი რადას თავმჯდომარე - უკრაინაში საომარი მდგომარეობა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდება

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს წევრები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ საომარი მდგომარეობა, რომლის ვადაც 9 მაისს იწურება, კიდევ ერთხელ გახანგრძლივდება.

სტეფანჩუკმა აღნიშნა უკრაინას რუსეთისგან დემოკრატიული არჩევნებისადმი ერთგულება გამოარჩევს.

"ეს ჩემთვის პრიორიტეტია, რადგან უკრაინა ისტორიულად ყოველთვის იყო, არის და იქნება დემოკრატიული". - აღნიშნა რადის თავმჯდომარემ Reuters-თან საუბარში. 

"ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს რუსეთის ფედერაციისგან. ამ საკითხში ჩვენ უფსკრულის ორ სხვადასხვა ნაპირას ვართ". - აღნიშნა სტეფანჩუკმა.

მისი თქმით, მომავალი არჩევნებისთვის მზადების პროცესი დაწყებულია, თუმცა ის ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა.

მანამდე, 12 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება და დაამატა, რომ მათი გადადება არ იგეგმება.

"ომის დასრულების შემდეგ საომარი მდგომარეობა გაუქმდება. ხოლო მისი გაუქმების შემდეგ არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება. არავინ არაფერს განზრახ არ გადადებს" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics