05:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 08:58:02, 994 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 34 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 3 ადამიანი, 34 კი - დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას, რომლის ქვეშაც შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ.

ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესსპიკერის, დიმიტრი ჩუბენკოს განცხადებით, დრონებით ექვსი დარტყმა ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონში განხორციელდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დარტყმის ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატი პირდაპირ ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხვდა - შედეგად ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა, ხოლო შენობის ნახევარი ჩამოინგრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics