10:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-16 16:06:25, 1178 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ კვირაში რუსებმა 1 360-მდე რაკეტა გაუშვეს, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ასე არ იქცევა

ასობით თავდასხმა ჩვენს ქალაქებსა და თემებზე ამ კვირაში: ჩერნიგოვი, ხერსონი, დონეცკი, ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, პოლტავა, კიევი, მიკოლაივი, ზაპოროჟიე და სუმის ოლქები. რუსებმა 1 020-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1 360-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, აგრესია შეწყვიტოს, საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები.

„ისინი, ვისაც სურთ, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ასე არ იქცევიან. ამიტომ ჩვენ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ვაიძულოთ, აგრესია შეწყვიტოს. საჭიროა გადამწყვეტი ზომები, მათ შორის სანქციები, რომლებიც არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ მუდმივად გაძლიერდეს. უკრაინას, ევროპას, ამერიკას და ყველას, ვისაც მშვიდობა სურს - ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics