2025-02-25 09:52:40, 1026 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა სუმს დრონებით შეუტიეს, დაზიანებულია მაღალსართულიანი კორპუსი
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს „შაჰედის“ დრონებით შეუტიეს, ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქალაქის მერის, არტემ კობზარის განცხადებით, თავდასხმის შედეგად მაღალსართულიანი კორპუსი დაზიანდა. ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ.
კობზარის ინფორმაციით, ქალაქში შექმნილია საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოფხვრის შტაბი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,