14:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 16:42:13, 906 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის სამხედრო ძალებმა კურსკის ოლქში რამდენიმე სოფელი დაიკავეს

უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში მექანიზირებული შეტევების ახალი ტალღა წამოიწყეს და ქალაქ სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს და 5 კილომეტრის სიღრმეზე შეაღწიეს. ინფორმაციას ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

"6 თებერვალს გამოქვეყნებული მასალა მიუთითებს, რომ უკრაინულმა ძალებს წინსვლა ჰქონდათ კახნოვკას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით) და ჩერკსკაია კონოპელკას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით), ასევე, სუჯა-ობოიანის გზატკეცილზე. ამასთან, უკრაინულმა ძალებმა აიღეს კოლკამოვი (ჩერკსკაია კონოპელკას ჩრდილოეთ ნაწილში) და ფანასეიევკა (ჩერკსკაია კონოპელკას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში)". - წერია ISW-ს ანგარიშში.

ISW-ს ცნობით, უკრაინის ძალებმა თავდასხმები განახორციელეს 30-დან 50-მდე ჯავშანმანქანის გამოყენებით და წარმატებას მიაღწიეს კურსკის ოლქის რამდენიმე სოფელში.

ამასთან, ISW რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ უკრაინის ძალებმა თავდასხმები რამდენიმე ტალღად აწარმოეს, რისთვისაც ორი მექანიზებული ბატალიონი გამოიყენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics