2024-12-24 20:41:33, 680 ნახვა
ომი უკრაინაში
შმიგალი - უკრაინამ გაყინული რუსული აქტივებიდან პირველი ტრანში მიიღო
უკრაინამ გაყინული რუსული აქტივებიდან პირველი ტრანში მიიღო,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი Telegram-ზე წერს.
როგორც შმიგალი აღნიშავს, აშშ-მა უკრაინას ერთი მილიარდი დოლარი გამოუყო.
"მადლობა ამერიკელ პარტნიორებსა და მსოფლიო ბანკს სამართლიანობისკენ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა სუვერენული რუსული აქტივის კონფისკაცია მოხდება და ის უკრაინის აღდგენას მოხმარდება",- წერს შმიგალი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,