2024-11-11 15:22:37, 524 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არიან დაშავებულები
რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
მომხდარის შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი.
როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რუსებმა თავდასხმა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს.
ადგილზე სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურში ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში ადამიანები კვლავ იმყოფებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,