2024-11-10 14:59:06, 589 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ბრიანსკის ოლქში საბრძოლო მასალის საცავებს დაარტყა [ვიდეო]
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში არსებულ საბრძოლო მასალის საცავებს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, დაფიქსირდა, სულ მცირე, 8 აფეთქება.
მათივე ინფორმაციით, საწყობის ტერიტორიაზე, ორ ადგილას ხანძარი გაჩნდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,