|
2024-10-14 09:09:12, 358 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ სამხედროებსაც უგზავნის
ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ სამხედროებსაც უგზავნის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა. "ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება კავშირი რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ იარაღის მიწოდება. ეს ფაქტობრივად არის ადამიანების გადაცემა ჩრდილოეთ კორეიდან ოკუპანტის სამხედრო ძალებში საბრძოლველად. ცხადია, რომ ასეთ პირობებში ჩვენი ურთიერთობები პარტნიორებთან განვითარებას საჭიროებს. ფრონტს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის უფრო შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვის გაცემაზე და ჩვენი ძალებისთვის უფრო გადამწყვეტ მომარაგებაზე, ეს არ არის უბრალოდ სამხედრო საშუალებების ჩამონათვალი. ეს უკავშირდება აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებას, რომელიც რუსეთისთვის უფრო მძიმე იქნება, ვიდრე მათ გაძლება შეუძლიათ და ეს ეხება უფრო დიდი ომის თავიდან აცილებას“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)