|
2024-09-14 13:48:29, 591 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ნატოს შეეძლო, უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად მეტი გაეკეთებინა
ნატოს შეეძლო, უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად მეტი გაეკეთებინა , - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. „ახლა ჩვენ ვაწვდით უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას ომის მიმდინარეობისას, მაშინ კი შეგვეძლო, მოგვეწოდებინა სამხედრო აღჭურვილობა ომის თავიდან ასაცილებლად. ამ ომის დასასრულებლად გარკვეულ ეტაპზე კვლავ მოგვიწევს დიალოგი რუსეთთან, მაგრამ ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის სიძლიერეს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ნატომ უარი თქვა, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის, რომელსაც კიევი ითხოვდა და ეს რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის შიშის გამო მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)