13:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 15:14:48, 483 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - ყირიმის სტატუსის საკითხი რუსეთსა და თურქეთს შორის უთანხმოებაში რჩება

ყირიმის სტატუსის საკითხი რუსეთსა და თურქეთს შორის უთანხმოებაში რჩება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია, რათა თურქეთი თავისი პოზიციის სისწორეში დაარწმუნოს.

"ეს თემა შედის ჩვენსა და ჩვენს თურქ მეგობრებს შორის უთანხმოებების კატეგორიაში. ვაგრძელებთ ჩვენს მიზანმიმართულ მცდელობებს, განვუმარტოთ თურქ მეგობრებს და კოლეგებს ჩვენი თვალსაზრისი. ვიმედოვნებთ, ეს დროთა განმავლობაში მისცემს ანკარას შესაძლებლობას, უკეთესად გაგვიგოს, უკეთესად გაიგოს და დაეთანხმოს ჩვენს დასკვნებს. ვაგრძელებთ თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics