13:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 12:40:37, 384 ნახვა

ომი უკრაინაში
ლემი - დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკრაინას იარაღი უნდა მისცენ, რომელიც მას რუსეთზე გამარჯვებისთვის სჭირდება

დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას იარაღი უნდა მისცენ, რომელიც მას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებისთვის სჭირდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.

ლემის თქმით, მომავალი თვეები გადამწყვეტი პერიოდი იქნება ბრძოლაში, რათა "რუსეთს უპირატესობის მიღებაში ხელი შეეშალოს".

"ეს არის გადამწყვეტი პერიოდი ბრძოლაში, რათა რუსეთს ზამთარში უპირატესობის მიღებაში ხელი შეეშალოს. ჩვენ ასევე ვართ აქ, რა თქმა უნდა, იმ დროს, როდესაც აშკარად ჩანს, რომ რუსეთი, თავის მეგობარ ირანთან ერთად, ესკალაციას ახორციელებს და იღებს ბალისტიკური რაკეტების პარტიას. ბალისტიკური რაკეტების, რომლებსაც გამოიყენებენ ზამთარში, სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და რაც სიცოცხლის ფასი დაჯდება", - განაცხადა ლემიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics