2024-09-12 17:46:57, 624 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა - დაღუპულია წითელი ჯვრის 3 თანამშრომელი, 2 დაშავდა
რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი სოფლის საარტილერიო დაბომბვის შედეგად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 3 თანამშრომელი დაიღუპა და 2 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდასხმის დროს განადგურდა ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი.
"დაღუპულები და დაჭრილები ICRC-ის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც დაბომბვის დროს სატვირთო მანქანაში იმყოფებოდნენ", - განაცხადა ომბუდსმენმა, დიმიტრი ლუბინეცმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,