06:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-05 17:27:17, 576 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმიტომ აგვყავს, რომ ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ, ასეთივე დამოკიდებულებაა ტერიტორიების მიმართ

რუსი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმიტომ აგვყავს, რომ ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ, ასეთივე დამოკიდებულებაა ტერიტორიების მიმართ, მათი მიწა არ გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  NBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ერთ ტერიტორიას მეორეზე არ გაცვლის.

"ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. მე ამას ყოველთვის ვამბობდი. ჩვენი ოპერაციები მიმართულია იმისკენ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ არ გვჭირდება მათი ხალხი, მათი მოქალაქეები.

მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმიტომ აგვყავს, რომ ისინი ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ. ასეთივე დამოკიდებულება ტერიტორიების მიმართ გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა იქ ჩვენი უკრაინული ცხოვრება დავნერგოთ. ამას ვამბობ იმიტომ, რომ მესმის, რა არის საერთაშორისო სამართალი და მესმის, რა არის ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics