2024-08-29 11:22:10, 473 ნახვა
ომი უკრაინაში
ბელგოროდის ოლქში 4 დასახლების ევაკუაცია მიმდინარეობს
ბელგოროდის ოლქში, 4 საზღვრისპირა დასახლების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ზე წერს.
გლადკოვის თქმით, პოროზის, დრონოვკას, სტარი ხუტორისა და პავლოვკას მოსახლეობას დროებით გადაასახლებენ. გარდა ამისა, ჩაიკეტება სოფელ ვიაზოვოესკენ მიმავალი გზა.
"გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრის რადიოსში, ბელგოროდის სკოლები დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ",- წერს გლადკოვი.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ოლქის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება "დაძაბული ოპერატიული მდგომარეობის" გამო მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,