2024-08-29 10:29:37, 479 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - 28 აგვისტოს რუსეთში 2 ნავთობბაზასა და საბრძოლო მასალის საცავს დავარტყით
28 აგვისტოს ღამით თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ 3 სამიზნეზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვორონეჟის ოლქში რუსული ჯარების დაჯგუფება "დასავლეთის" საველე საარტილერიო საცავზე იერიში მიიტანეს.
"თავდასხმის შემდეგ ხანძარ გაჩნდა როსტოვში "როსრეზერვის" ქარხანა "ატლასის" ტერიტორიაზე, დარტყმა იყო კიროვის ოლქში "ზენიტის" ნავთობის საცავზეც", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,