2024-08-27 17:32:32, 482 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა
უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკომფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რაკეტის შესახებ ამ ეტაპზე მეტის თქმაარ შეუძლია.
"რა არის უკრაინის სხვა მოვლენები? მე ვფიქრობდი, რომ ნაადრევი იყო ამაზე საუბარი, მაგრამ... პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარმატებული იყო. ვულოცავ ჩვენს სამხედრო ინდუსტრიას", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,