2024-08-13 09:46:21, 508 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 38 „შაჰიდიდან“ 30 ჩამოვაგდეთ
გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 38 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 30 ჩამოვაგდეთ,- ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლესჩუკი Telegram-ზე წერს.
როგორც ოლესჩუკი წერს, რუსეთმა უკრაინას ასევე 2 "ისკანდერ-მ"/KN-23-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით შეუტია.
საზენიტო თავდაცვა მუშაობდა მიკოლაევის, ვინიცის, სუმის, კიროვოგრადის, ხერსონის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებში.
როგორც საჰაერო თავდაცვის ძალები იუწყება, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,