14:20 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-18 14:23:06, 529 ნახვა

ომი უკრაინაში
ორბანი - უკრაინელებს სჯერათ, რომ რუსებს სამხედრო გზით გაანადგურებენ, მე ამის არ მჯერა - გამოსავალი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა

უკრაინელებს სჯერათ, რომ რუსებს სამხედრო გზით გაანადგურებენ, მე ამის არ მჯერა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გამოსავალი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა.

"მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ, რუსები სამხედრო გზით გაანადგურონ, მე არ მგონია, ვფიქრობ, ეს კონფლიქტი ბრძოლის ველზე ვერ მოგვარდება. ამის იმედი აქვთ, მაგრამ მე არ მჯერა, ვიცნობ რუსებს, ვიცნობ ევროკავშირს, ვიცნობ უკრაინელებს. მეზობელი ქვეყანა ვართ, ვიცი, მთელი კონტექსტი. ბრძოლის ველზე გამოსავლის პოვნა შეუძლებელია. გამოსავალი მოლაპარაკების მაგიდაზეა", - განაცხადა ორბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics