18:01 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 10:16:36, 804 ნახვა

ომი უკრაინაში
ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების მისაწოდებლად 20 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები, უკრაინისთვის დრონების შესაძენად, ახალი კოალიციის ერთობლივ ფონდს 20 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დახმარების მიზანია, კიევს First Person View-ის ტიპის დრონები მიაწოდონ.

“ამ ტიპის დრონებით პილოტს შესაძლებლობა ეძლევა, მოწინააღმდეგეს შორი მანძილიდან უყუროს. დრონების გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სამხედრო ოპერაციებში. უკრაინას დრონების დეფიციტი აქვს, რუსეთს - არა. დეფიციტის შესამცირებლად, ლატვიამ და უკრაინამ ამ წლის დასაწყისში დრონების კოალიცია შექმნეს, რომელსაც ნიდერლანდები შეუერთდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კი, ხელი თებერვალში მოეწერა.

კოალიციის მიზანია, წელს უკრაინას 1 მილიონი დრონი გადასცეს და მოგვიანებით გააფართოვოს შეთავაზება სხვა ტიპებზე, როგორიცაა სადაზვერვო. 265-ზე მეტი კომპანია, მათ შორის 9 ჰოლანდიური, დარეგისტრირდა უკრაინაში FPV-ის დრონების მიწოდებისთვის“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ასევე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმაც.

“უკრაინას სწრაფად ესაჭიროება ბევრი თავდასხმის დრონი. ისინი ძალიან წარმატებულია ბრძოლის ველზე. ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ სხვა 11 ქვეყანასთან ერთად, რაც დღეს ნატოს სამიტზე დავადასტურეთ", - აღნიშნა ბრეკელმასნმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics