02:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 14:51:09, 685 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი - არავის შეუძლია თქმა, როდის დასრულდება ომი, თუმცა ომი დასრულდება და ჩვენ უკრაინას აღვადგენთ

დღეს არავის შეუძლია თქმა, როდის დასრულდება ომი, თუმცა რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ ეს ომი დასრულდება, ჩვენ აღვადგენთ უკრაინას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შოლცი აღნიშნავს, როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა იქნება უფრო ძლიერი და თავისუფალი, ვიდრე აქამდე იყო.

„უკრაინისთვის და გერმანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დღევანდელ კონფერენციას დასწრებოდნენ რეგიონების, მუნიციპალიტეტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ვსაუბრობთ აღდგენაზე და აღდგენის შესაძლებლობებზე. ვფიქრობ უკრაინელებზე, რომლებმაც რუსეთის ტერორისგან თავშესაფარი ჩვენს ქვეყანაში იპოვეს. მილიონზე მეტი შემოვიდა გერმანიაში. დღეს არავის შეუძლია იმის თქმა, როდის დასრულდება ომი, თუმცა რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ ეს ომი დასრულდება. ჩვენ აღვადგენთ უკრაინას. ის იქნება უფრო ძლიერი, თავისუფალი და უფრო აყვავებული, ვიდრე აქამდე იყო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიაში. დიდება უკრაინას“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics