21:31 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 18:56:51, 633 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - უკრაინას რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება აქვს

უკრაინას რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება აქვს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ეს ომი რუსეთის მიერ დაიწყო, მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის და აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს.

„ეს ომი რუსეთის მიერ დაიწყო, მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არღვევს საერთაშორისო სამართალს და აგრძელებს ნგრევას, მოკვლას და უკრაინის ტანჯვას. უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას.

ეს საერთაშორისო სამართალშია გათვალისწინებული. ამასთან გაეროს წესდებაში ჩაწერილია, რომ თუ თავს დაგესხნენ უფლება გაქვს თავი დაიცვა. თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს თავდამსხმელის, აგრესორის, ამ შემთხვევაში რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას. ასე რომ, ეჭვგარეშეა, უკრაინას უფლება აქვს დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics