|
2024-03-25 17:27:44, 1639 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება
ჩვენ ვიმეორებთ, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს სიცოცხლეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშს ეხმაურება და აცხადებს, "ტერორი უნდა დასრულდეს". "მადლობელი ვარ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველების, პოლიციის, კომუნალური მომსახურების მუშაკებისა და ყველა სხვა სამსახურის, რომელიც ჩართულია სამაშველო და აღდგენით სამუშაოებში, რუსეთის მიერ ამ დილით კიევზე თავდასხმის შემდეგ. რუსმა ტერორისტებმა კიევს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს. სახლები დაზიანდა. ამ დროისთვის, დაშავებულია 5 ადამიანი. ჩვენ ვიმეორებთ, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს სიცოცხლეს. ყველა ჩვენგანმა, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ სიცოცხლეს, უნდა დავასრულოთ ეს ტერორი",- წერს ზელენსკი Telegram-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)