|
2024-03-22 11:42:47, 1265 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა დაბომბა უკრაინის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური DneproGES, იქ გაჩნდა ხანძარი
უკრაინა დღეს დილით მასიურიად იქნა დაბომბილი, მათ შორის სხვადასხვა ტიპის რაკეტებიდან Ukrhydroenergo-ს ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო ენერგეტიკულ ობიექტებს შორის იყო ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური DneproHPP, რომელიც მდებარეობს ზაპოროჟიეში. სადგურზე ხანძარი გაჩნდა, მაგრამ „დამბის გარღვევის საფრთხე არ არსებობს“. როგორც Ukrhydroenergo-ს ანგარიშშია აღნიშნული, რუსებმა უკვე გაანადგურეს კახოვკას ჰიდროელექტროსადგური „და ახლა ცდილობენ შექმნან ახალი ეკოლოგიური კატასტროფა დნეპერის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის გარღვევით“. ოკუპირებული მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ (ემიგრაციაში მყოფი) ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ „რუსული რაკეტა დაეჯახა ტროლეიბუსს, რომელიც კაშხლის გასწვრივ მოძრაობდა“ და გამოაქვეყნა დამწვარი ტროლეიბუსის ფოტო. ოფიციალური პირი არ ასახელებს შესაძლო მსხვერპლის რაოდენობას. ზაპოროჟიეს OVA-ს ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით 12 რაკეტა იქნა გასროლილი, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა. პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ტელეგრამის არხი იუწყება, რომ ღამით რუსებმა სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 90 რაკეტა და 60-ზე მეტი შაჰედის ტიპის დრონი გაუშვეს უკრაინაში. „მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების მიზნებს: ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, თუნდაც ტროლეიბუსი. რუსეთი ებრძვის ადამიანების ჩვეულებრივ ცხოვრებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)