13:28 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-02 18:02:25, 696 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა რჩება უცვლელი - არჩევნები თავისუფალ გარემოში.

„მას შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ იხილა, რომ 31 ოქტომბერს ქვეყანაში არ ჩატარდა არჩევნები, არ იყო ნიშან-წყალიც ჩატარებული არჩევნებისა. რა თქმა უნდა, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება მსგავსად სხვა ოპოზიციური პარტიებისა, რომ არ შევალთ იქ, სადაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ეს არ არის პარლამენტი და ვერ იქნება პარლამენტი. შესაბამისად, არავის იქ არ ესაქმება არაფერი. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი - არჩევნები თავისუფალ გარემოში. ეს ყველაფერი მიღწეული იქნება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics