2020-10-28 22:10:48, 634 ნახვა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 118 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 4058-ს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 36-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ კი 2071-ს მიაღწია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,