16:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-13 12:12:35, 915 ნახვა

მსოფლიო
ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ოფიციალურად ცნობილი გუშინ გახდა.

კლინტონმა სპეციალური ვიდეო გავრცელა, სადაც იგი ამომრჩეველს მიმართავს. კლინტონი ამბობს, რომ მას სურს იყოს რიგითი ამერიკელების ინტერესების დამცველი.

"ამერიკელებს ყოველდღიურად სჭირდებათ ადამიანი, ვინ მათ ინტერესებს დაიცავს, მე მინდა ეს ადამიანი ვიყო“, - ამბობს კლინტონი ვიდეორგოლში.

ვიდეოკლიპში რიგითი ამერიკელებიც მონაწილეობენ, რომლებიც საკუთარ იმედებსა და მისწრაფებებზე საუბრობენ.

ჰილარი კლინტონი აიოვას შტატში ამომრჩეველს უკვე შეხვდა. ოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას კი მაისში დაიწყებს.

შეგახსენებთ, კლინტონი პრეზიდენტობისთვის  2008 წელსაც იბრძოდა. თუმცა, ბარაკ ობამასთან დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში დამარცხდა.  არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჰილარი კლინტონი ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics