10:04 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-11 14:27:31, 886 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა პარიზში დაგეგმილ სოლიდარობის აქციას არ დაესწრება

პარიზში დაგეგმილ ერთიანობის მხარდამჭერ აქციას აშშ–ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ დაესწრება. 
თეთრი სახლის  ინფორმაციის თანახმად, აქციაზე ობამას ნაცვლად იუსტიციის მინისტრი ერიკ ოლდე გაემგზავრება. 

ცნობისთვის,  პარიზში მილიონიანი მარშისთვის ემზადებიან. ამ დროისთვის "Charlie Hebdo"-ს ოფისთან, სადაც 7 იანვარს ტერორისტული აქტი მოხდა, ათასობით მოქალაქეა შეკრებილი. 

 საფრანგეთში რესპუბლიკის მოედანზე, სოლიდარობის აქციაზე  სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებს ელოდებიან. მილიონიან მარშში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკრო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და სხვა დასავლური ქვეყნების პირველი ლიდერები.
პარიზში ასევე ელოდებიან დელეგაციას რუსეთიდანაც რომელსაც სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. 

საფრანგეთში  ესპანეთისა და იტალიის პრეზიდენტებიც ჩავლენ.  
საქართველოდან კი ერთიანობის მხარდასაჭერ მიტინგს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. 

 ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ ქემერონი კი,  უკვე პარიზში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics