19:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 13:48:51, 895 ნახვა

რეგიონი
შსს-ს თორღვას ხეობაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სამძებრო და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, თელავის რაიონში, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ღრმა ხევში გადავარდნილი ავტომანქანის 4 მგზავრი გადაარჩინეს.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-8 კილომეტრზე, ავტომობილი, რომელშიც ისრაელის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტომანქანის მძღოლი და მგზავრები გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდნენ.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, შეტყობინების მიღებისთანავე, ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. თორღვას ხეობაში სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველებმა და პოლიციელებმა 80 მეტრის სიღრმიდან 4 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაშავებულები სტაციონარში გადაიყვანეს. ხევში ნაპოვნია 2 არასრულწლოვანის ცხედარიც, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპნენ. სამაშველო ოპერაციის დროს ერთი მაშველი დაშავდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics