13:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 17:39:44, 1172 ნახვა

რეგიონი
ბათუმში კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა სრულდება

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ვინდამ ბათუმის" სამშენებლო სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტით რეგიონში 60 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ობიექტს ოპერირებას გაუწევს სასტუმროთა მსოფლიო ქსელი „ვინდამი", რომელიც მსოფლიოს 72 ქვეყანაში 7800 სასტუმროს ფლობს. აჭარაში ბრედნი პირველად შემოდის. შპს „აქთივ ბათუმსა" და „ვინდამ"-ს შორის ფორმდება ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე „აქთივ ბათუმის" მიერ განხორციელდება სასტუმროს ოპერირება „ვინდამის" სახელით.

,,ბათუმში სრულდება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელშიც განთავსებული იქნება სხვადასხვა სივრცეები. მათ შორის კაზინო, სპა-ცენტრები, საკონფერენციო სივრცეები. სასტუმრო 150 ნომერზეა გათვლილი. ამ პროექტით რეგიონში დაახლოებით 60 მლ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში 500-მდე ჩვენი მოქალაქე იქნება დასაქმებული. ეს სასტუმრო დამატებით ხიბლს შემატებს ქალაქს. მსგავსი სატუმროების გახსნა კი ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ახალი სასტუმროს მშენებლობა ყოფილი ფოსტის შენობის ეზოს ტერიტორიაზე 2012 წელს დაიწყო. ობიექტზე 300 ადამიანი მუშაობდა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 146 ნომერია. მათ შორის სტანდარტული, დელუქსის, სუიტი და საპრეზიდენტო ნომრები. ასევე განთავსებულია სპა, რესტორანი, ღამის კლუბი, საკონფერენციო დარბაზები და ოფისები. სასტუმროს გააჩნია ტერასაც. სასტუმროსთნ იფუნქციონირებს კაზინო, რომლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია და სატესტო სამუშაოები მიმდინარეობს.

კაზინოს ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ იგეგმება ეტაპობრივად 400-500 ადამიანის დასაქმება. კაზინო მოიცავს დახლოებით 1400 მ2, კაზინოში განლაგებულია 200 ზე მეტი სათამაშო აპარატი და 12-მდე სათამაშო მაგიდა. თანამშრომლების მიღება-გადამზადება დაწყებულია.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics