11:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 09:53:13, 835 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეო მინისტრი: დიდი შეტევისას, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზრდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფილიპ ჰამონდის განცხადებით, მინსკში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ძალადობა შემცირდა, თუმცა უკრაინის მიმართ რუსეთის  პოლიტიკა არ იცვლება. 

მისივე განმარტებით, ვლადიმერ პუტინმა  საშუალებები  შეცვალა, მიზანი კი,  იგივე დარჩა. ფილიპ ჰამონდის განცხადებით, თუკი  რუსეთი დიდ თავდასხმებს განახორციელებს, ევროკავშირის მიერ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული ზრახვები შეცვალა. ახლა მთავარი კითხვაა, თუ რა ინსტრუმენტებს იყენებს პუტინი ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ დიდი შეტევისას,  მაგალითად მარიუპოლზე თავდასხმის შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა მნიშვნელოვნად გაზირდება",-განაცხადა ფილიპ ჰამონდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics