14:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 12:41:58, 649 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ხარისხის ნიშნის მსურველთა ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა

ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მსურველთა ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა პროექტში ჩართული 30-ზე მეტი განთავსებისა და კვების ობიექტი შეამოწმა. მონიტორინგისას ტურისტულ ობიექტებში ძირითადათ ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები შემოწმდა, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. მონიტორინგის ჯგუფმა ტექნიკური შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ  ტურისტულ ობიექტებს წერილობითი რეკომენდაციები მიაწოდა. 

1 მაისიდან ტექნიკურ შემოწმების მეორე ეტაპი დაიწყება, რომელსაც მხოლოდ ის განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან, რომლებსაც ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოსასწორებელი ვადა აქვთ მიცემული. მონიტორინგის პარალელურად სერვისის ხარისხის ტურისტულ ოებიექტებში  „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს.

„მოიტორინგის პირველადი შედეგები შეიძლება ითქვას დადებითია, თუმცა რიგ შემთხვევებში გამოვლენილი ხარვეზები დასახვეწი და გამოსასწორებელია. ჩვენ უკვე მივაწოდეთ წერილობითი რეკომენდაციები ობიექტებს, თუ რა და როგორ უნდა გამოასწორონ მონიტორინგის მეორე ეტაპის დაწყებამდე.  მონიტორინგის ორივე ეტაპზე, ობიექტებში სანიტარული და სურსათუვნებლობის მონიტორინგის მიზნით შევა სურსათის ეროვნული სააგენტო ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. 15 მაისიდან მონიტორინგის დამუშავებულ შედეგებს ჩვენ რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წარვუდგენთ და პირველი ივნისისთვის უკვე ერთობლივად გადავწყვეტთ ვინ მიიღებს ხარისხის ნიშანს “რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის აჭარაში უკვე იქნება პირველი ტურისტული ობიექტები, რომლებსაც ექნებათ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“. ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ  დეპარტამენტის  ვებ-გვერდზე Recommend.ge განთავსდება, რომელიც დაეხმარება ვიზიტორებს თავად  შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics