16:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 17:19:32, 692 ნახვა

სხვადასხვა
დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 99,5 % შესრულდა

დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გამგეობის ბიუჯეტიდან 348 130 ლარი 43 სხვადასხვა პროექტზე დაიხარჯა, მათ შორის: 12 მისამართზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეკეთდა, 9 ობიექტზე შეიცვალა ლიფტი, სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები, დომოფონისა და მეტალის კარის მონტაჟი ასევე 9 მისამართზე განხორციელდა, ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა 1 მისამართზე, ხოლო რაც შეეხება საერთო სარგებლობის კიბეების, სართულშუა ნაპრალებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 5 მისამართზეა დასრულებული. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის მთავრობის ინიციატივით, თანადაფინანსებული პროექტების  განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შედეგად, თანადაფინანსებული პროექტების  პროცენტულმა მონაწილეობამ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვნად დაიკლო. 
აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ნაკლები დანახარჯით მოაწესრიგოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები.

 


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics