12:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-11 17:04:52, 7818 ნახვა

საზოგადოება
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა, მონაწილეობა კი თითოეული სკოლის VII-XI კლასის ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა 800-ზე მეტმა გუნდმა მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცემა.

ოლიმპიადა ორ ტურად იმართება: 

  • თეორიული ტურის ფარგლებში, თითოეული სკოლის გუნდიდან სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კი ფიზიკის ტესტს წერს. შედეგად, საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა ფინალურ ტურში ასპარეზობს;
  • ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ STEM დავალებების ამოხსნაზე. 

ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გადიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები უძღვებიან.

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 300-ზე მეტი სკოლის, 1500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. 

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics