18:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 17:31:45, 678 ნახვა

სამხედრო
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რაფ ჰალტონის“ მეთაურს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ქართველი სამხედრო რაგბისტების საერთაშორისო ტურნირში მხარდასაჭერად გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების სამხედრო ბაზის „რაფ ჰალტონის“ მეთაურს, კაპიტან ბერნს შეხვდა. „რაფ ჰალტონი“ სწორედ ის ბაზაა, სადაც ქართველი სამხედრო რაგბისტები საერთაშორისო ტურნირისთვის ყოველდღიურად ვარჯიშობენ.

გენერალური შტაბის უფროსმა ბრიტანელ ოფიცერს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, შემადგენლობა და განხორციელებული რეფორმები გააცნო. მხარეები მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რაგბის ჩემპიონატიც. როგორც გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, „რაფ ჰალტონის“ მეთაურმა საქართველოს რაგბის ჩემპიონატში წარმატებები უსურვა.

„შევეხეთ რაგბს. ბაზის მეთაურმა გვისურვა წარმატება როგორც ეროვნულ, ასევე შეიარაღებული ძალების ნაკრებების დონეზე. ჩვენ სამხედროებს ძალიან მძიმე თამაში ელით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გუნდთან. მან ხაზი გაუსვა, რომ აქ მთავარია არა მოგება, არამედ მონაწილეობა და ის გრძნობა, რომელიც გეუფლება მოთამაშეს, როდესაც დიდი რაგბის ოჯახის წევრი ხარ“, - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics