17:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 15:59:39, 12438 ნახვა

Lifestyle
ფრენკ სინატრას ვაჟმა საყვარელ მამაკაცს ხელი სთხოვა

ჟურნალისტი რონან ფეროუ (Ronan Farrow) , რომელსაც სცენარისტი და მსახიობი ვუდი ალენი ყოფილ ცოლთან, მია ფეროუთან ერთად ზრდიდა მალე საყვარელ მამაკაცზე იქორწინებს. 

რონან ფეროუ რეჟისორ ვუდი ალენის და მსახიობ მია ფეროუს ვაჟია, მაგრამ 2013 წელს მიამ განაცხადა, რომ რონანი მომღერალ ფრენკ სინატრას ვაჟია, რომელთანაც მას "დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებდა". აგრეთვე მსახიობმა თქვა, რომ ალენმა ამის შესახებ ყოველთვის იცოდა. 
ქორწილის შესახებ ინფორმაციას რონანის ავტობიოგრაფიული წიგნიდან Catch and Kill (დაიჭირე და მოკალი)-დან ვიგებთ. 

რონან ფეროუმ საკუთარი ორიენტაციის შესახებ 2018 წელს ერთ-ერთ გადაცემაში ყოფნის დროს განაცხადა. მან აგრეთვე თქვა, რომ "ამას არასოდეს მალავდა".
ფეროუ პულიცერის პრემიის მფლობელია, ეს ჯილდო ჟურნალისტმა ჰარვი ვანშტეინის მხრიდან ქალ მსახიობებზე განხორციელებული სექსუალური შევიწროვების შესახებ ჟურნალისტური გამოძიებისთვის მიიღო.

რონან ფეროუს რჩეული , სცენარისტი, ვუდი ალენის მეგობარი 37 წლის ჯონ ლოვეტია. 
 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics