02:26 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 16:27:04, 877 ნახვა

რეგიონი
საპროტესტო აქცია ხელვაჩაურის სასამართლოსთან - ხაჭაპურიძის მკაცრად დასჯას ითხოვენ

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების, "მომავლის იმედის" დამფუძნებლის თამარ ხაჭაპურიძის და მისი მეუღლის კახაბერ ხაჩიძის სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.

აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: "ბინძური ცილისმწამებელი თ. ხაჭაპურიძე ციხეში!" "მოძალადე თ. ხაჭაპურიძე გისოსებს მიღმა !" აქციის მონაწილეებმა თამარ ხაჭაპურიძეს სირცხვილის კოლიდორიც მოუწყვეს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ჯანმრთერლობის დაზიანების მცდელობას.

ხელვაჩაურის სასამართლომ ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მის მეუღლეს - კახაბერ ხაჩიძეს კი 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე სამართალდამცავებს თავდაპირველად ცოლ-ქმარმა მიმართა. ბავშვს ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა და მშობლების თანხმობით იგი უნდა დაეკითხათ. თუმცა საქმე გადაკვალიფიცირდა , აღნიშნული მოსამართლის მიმართ მუქარის ან სიცოცხლის მოსპობის მუხლით. ამის გამო, შეთხვევიდან 17 საათის შემდეგ, თავად არასრულწლოვანის მშობლები დააკავეს.

ბრალდებული  ასოციაცია 'მომავალი იმედის' თავმჯდომარეა, მეუღლე კი რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენრის თანამშრომელი იაშვილის კლინიკაში. ქალბატონი აცხადებს, რომ მათ მიმართ მიზანმიმართულ ქმედებას აქვს ადგილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics