15:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 12:51:05, 789 ნახვა

რეგიონი
ზაფხულის სეზონის გახსნის ღონისძიებისთვის ტურისტულ ობიექტებზე შესვლა უფასო იქნება

ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების ფარგლებში კულტურულ ობიექტებში შესვლა უფასო იქნება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, 28 მაისს, მსურველებს საშუალება ექნებათ გონიოს ციხეს, ნობელების მუზეუმს, არქეოლოგიური მუზეუმსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ მუზეუმებს უფასოდ ეწვიონ.

მათივე ინფორმაციით,  სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებს ბულვარის სანაპირო ზოლთან მობილიზებული საზღვაო სასეირნო ტრანპორტი -იახტები, პარაშუტები და კატამარანი, ასევე ბულვარში არსებული სხვა გასართობი ობიექტებიც (ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ბილიარდი, ტენისი).

 

სანაპირო ზოლზე დაგეგმილია უფასო ფიტნეს, იოგა და სპორტული ღონისძიებები. მსურველებს 50 პროცენტიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბათუმველო, რომლის ველოსიპედებით სარგებლობა ძველი და ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლზე განთავსებულ 8 ტერმინალთანაა შესაძლებელი. ბათუმის ულამაზესი ხედების დათვალიერების მსურველებს უფასო გასეირნებას შესთავაზებს ეშმაკის ბორბალიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს.  

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics