2016-03-25 22:44:48, 1051 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში აფეთქებას 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაღდადის მიმდებარე სოფელში ადგილობრივი საფეხბურთო მატჩის დროს ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქებას სულ მცირე 65 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ადგილობრივების განცხადებით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გამარჯვებული გუნდისთვის ჯილდო უნდა გადაეცათ.
"მაშინ როდესაც გამარჯვებული გუნდისთვის ჯილდო უნდა გადაეცათ თვიმთკვლელმა თავი აიფეთქა იქ სადაც ხალხი იყო შეკრებული" - განაცხადა ადგილობრივმა პოლიციის უფროსმა.
ბოლო მონაცემებით, აფეთქებისას სულ მცირე 50 ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივ ჰოსპიტალში აცხადებენ რომ 65 დაღუპულია და მათი რაოდენობის გაზრდას მოელიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან