11:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 11:14:34, 917 ნახვა

მსოფლიო
ბელგიის პოლიციამ თავდასხმაში 6 ეჭვმიტანილი დააკავა

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში კერძოდ კი სხარბეკის რაიონში ექვსი პირი დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველები დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ და არ აკონკრეტებენ აქვთ თუ არა დაკავებულებს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტერაქტებთან კავშირი.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად თავდასხმაში ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.

როგორც BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ბერნარ კაზნიოვზე დაყრდნობით წერს, ეჭვმიტანილი წარმოშობით ფრანგია და იგი თავდასხმის მცდელობის დროს დააკავეს. თუმცა, აქვს თუ არა კავშირი დაკავებულს ბრიუსელის ან პარიზის ტერაქტების სერიასთან, ჯერ უცნობია.

ცნობისთვის, სპეცოპერაცია გუშინ საღამოს ჩატარდა. ადგილობრივების თქმით, მათ ოპერაციის დროს აფეთქებების ხმა გაიგეს, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზები არ იციან.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში პარიზში მომხდარ ტერაქტებს 130 ადამიანი შეეწირა. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიას კი ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი ემსხვერპლა 270-მდე კი დაშავდა. ორივე ტერაქტის სერიაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics