14:02 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 14:40:48, 806 ნახვა

Lifestyle
პეტრიაშვილი: ომია ბატონო ევროპოლიტიკოსებო! სენტიმენტალური ფრაზების დრო დასრულდა

 „ომია ბატონო ევროპოლიტიკოსებო! ლამაზი და სენტიმენტალური ფრაზების დრო დასრულა“, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აფეთქებებს.

ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კითხულობს, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ევროპოლიტიკოსები გამოფხიზლდნენ.

ალექსი პეტრიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„კიდევ რა უნდა მოხდეს ნეტავ და რამდენჯერ, რომ გამოფხიზლდეს ევროპის პოლიტ ელიტა? მშვიდობის მარშები და ჟე სუი ზავენტემ/მალბეკ რო აღარ ყოფნის ტერორიზმთან ბრძოლას, რთული მისახვედრია? სრულმასშტაბიანი ომია და უმაღლესი ევრო ლიდერები "ჩემი ფიქრები ბრიუსელთან და ბრიუსელელებთანაააო". კარგი რა მამაძაღლი. ბოლო ბოლო კითხეთ ვვპ-ს (ხო სიმპატტიზირებთ ნაწილი მაინც) და გეტყვით მარტივ ფორმულას: „მოჩიწ ნადა ვსეხ ვ სორწირე!“  ომია ბატონო ევროპოლიტიკოსებო! ლამაზი და სენტიმენტალური ფრაზების დრო დასრულდა!“, - წერს პეტრიაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics