19:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 09:31:31, 1746 ნახვა

კომენტარი
ბრეგაძე - ელექტროსიგარეტი შეიზღუდა იმიტომ, რომ სააკაშვილი მას ძალიან დიდი ოდენობით მოიხმარდა

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის ადვოკატის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ ავადმყოფი ადამიანისთვის სიგარეტის შეზღუდვა წამებას არ წარმოადგენს.

„დააკვირდით, ადვოკატი ამბობს, რომ თურმე სიგარეტის შეზღუდვა საავადმყოფოში მყოფი, მათივე თქმით, საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის ყოფილა წამება. როგორი სიმართლეც შეიძლება იყოს განცხადებები, თითქოს სიგარეტის შეზღუდვა ავადმყოფი ადამიანისთვის წამებაა, ისეთივე სიმართლეა მთლიანად ის სურათი, რომლის წარმოდგენასაც ისინი დღეს ცდილობენ", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

„არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და იღებს დროულ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას", – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics