|
2022-02-19 19:52:36, 4296 ნახვა
სხვადასხვა
კრემლი საზღვრებთან კიდევ მეტ ნატოს მიიღებს და შეჭრას რუსეთის კეთილდღეობით გადაიხდის - მთავარი განცხადებები მიუნხენის კონფერენციაზე
დღეს, 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იმართება, სადაც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკვე ისაუბრეს, ასევე, სიტყვით გამოვიდა ვლადიმერ ზელენსკი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინასთან არსებული ვითარება იყო. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში მესამე ომს აწარმოებს, 14000 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და სამ მილიონ ადამიანს დახმარება ესაჭიროება. "ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ კონფლიქტის რისკი რეალურია. მოსკოვის მტკიცების მიუხედავად, ჩვენ დეესკალაციასა და ჯარის უკან გაყვანას ვერ ვხედავთ. პირიქით, რუსეთი აგრძელებს მობილიზებას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას. მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთოს ის რაც, თქვა, გაიყვანოს ძალები უკრაინის საზღვრიდან. ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, რომ რუსეთმა კურსი შეცვალოს და შეწყვიტოს ომისთვის მზადება." - განაცხადა იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. გერმანიის ლიდერის თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იქნება სერიოზული შეცდომა მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასით. უსფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას მან თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზებას გამართლება არ აქვს. ამასთან, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ დასავლეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა „გულუბრყვილობის“ გარეშე.„ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ უსაფუძვლო მოთხოვნებსა და უსაფრთხოების კანონიერ ინტერესებს“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს შეხვდა. ზელენსკის თქმით, ბრიტანეთის პრემიერთან მომავალი ერთობლივი ნაბიჯები შეათანხმა. "მიუნხენში ბორის ჯონსონს შევხვდი. რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე უსაფრთხოების საკითხზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით ერთობლივ მომავალ ნაბიჯებზე. ჩვენ ვრჩებით ერთიანი დიპლომატიური გზით დეესკალაციისთვის. მადლობა დიდ ბრიტანეთს უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის და უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის თანამშრომლობისთვის", - წერს ზელენსკი Twitter-ზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დასავლური ქვეყნები არ შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და თუ უკრაინას საფრთხე დაემუქრება, „ეს შოკი მთელ მსოფლიოში გავრცელდება და ექო აღმოსავლეთ აზიაში, ტაივანში გავრცელდება“.
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)