21:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-06 02:32:41, 2464 ნახვა

სხვადასხვა
ყაზახეთში პროტესტის ჩასახშობად რევოლუციით მოსული ფაშინიანი ОДКБ -ს ჯარს აგზავნის

ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ყაზახეთის რესპუბლიკაში საპროტესტო აქციის ჩასახშობად ჯარს აგზავნის. ამის შესახებ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქზე" დაწერა.  ფაშინიანი ОДКБ  კოლექტიური უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა.

მისი თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, მან მიიღო გადაწყვეტილება ОДКБ -ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული დროით, ამ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით.

"ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ქასიმ-ჟომარდ ტოკაევის განცხადებით, ვითარება საფრთხეს უქმნის ყაზახეთის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, მათ შორის გარე ჩარევის შედეგად, ОДКБ-ს მე-4 მუხლის შესაბამისად. ყაზახეთის რესპუბლიკის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებამ გადაწყვიტა სტაბილიზაციისა და რეგულირების მიზნით ОДКБ-ს სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული დროით. - წერს ნიკოლ ფაშინიანი.
ОДКБ-ში,  შედის რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
ტელეგრამ არხი "ნეხტა"-ს ინფორმაციით, ბელორუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, ერთი თვითფრინავი სპეცრაზმით ასტანაში უნდა გააგზავნოს. თვითმფრინავი მინსკის მახლობლად სამხედრო აეროდრომს ხვალ დატოვებს.

დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოკაევმა აქციის მონაწილეებს "ტერორისტული ბანდები" უწოდა









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics