02:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 12:06:52, 7359 ნახვა

სხვადასხვა
ქვემო სამგორში არსებულ მიწის ნაკვეთზე პროექტი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად განხორციელდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგეობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ქვემო სამგორში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში არსებულ მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით, ადგილობრივებთან კომუნიკაცია დაავალა.

კახა კალაძის განცხადებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სპორტული მოედნის მოწყობის ინიაციატივით გამოვიდნენ.

„ჯერ კიდევ ორი წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ძალიან აქტიურობდნენ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე სპორტული მოედანი და რეკრეციული სივრცე მოწყობილიყო. ჩვენ მოვახერეთ, რომ ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს გადმოეცა. მინდა, დავავალო როგორც სამგორის რაიონის გამგეობას, ასევე, ჩვენს სამსახურებს, რომ ადგილობრივების ჩართულობით განვსაზღვრეთ, თუ რისი გაკეთების სურვილი აქვთ ახალგზარდებს. მათი სურვილი იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნის პროექტი განხორციელებულიყო. ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, ყველაფერი გაკეთდება ისე, როოგორც ყველა სხვა შემთხვევაში ვიქცევით. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ მოედნებს და ამ შემთხვევაშიც, პროექტი მაღალ დონეზე განხორციელდება. მთავარია, ადგილობირვების ჩართულობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2 523 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში მდებარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics